არაჰოჯკინის ლიმფომა

არაჰოჯკინის ლიმფომა არის დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება ლიმფური სისტემის უჯრედები. ესენია სისხლის თეთრი რიგის უჯრედები_ლიმფოციტები. არაჰოჯკინის ლიმფომის დროს ლიმფოციტები იქცევიან სიმსივნური უჯრედების მსგავსად, უკონტროლოდ მრავლდებიან და იზრდებიან და არ კვდებიან დადგენილი წესის მიხედვით. ამიტომაც აჰლ მიეკუთვნება სიმსივნურ დაავადებათა ჯგუფს.

ასეთი ნორმიდან გადახრილი ლიმფოციტები ხშირად  გროვდებიან ლიმფურ კვანძებში, რის შედეგადაც იგი მატულობს ზომაში. ლიმფოციტები ცირკულირებენ მთელს ორგანიზმში, ამიტომ ლიმფომის სიმსივნური წარმონაქმნის ფორმირება შეიძლება მოხდეს სხეულის სხვა ადგილებშიც ლიმფური კვანძის გარდა.

• არაჰოჯკინის ლიმფომა აზიანებს ლიმფური სისტემის თეთრი რიგის უჯრედებს, ე.წ. ლიმფოციტებს
• ნორმიდან გადახრილი ლიმფოციტები, რომლებიც იზრდებიან და მრავლდებიან უწესრიგოდ, ხშირად გროვდებიან ლიმფურ კვანძებში.  ამ გზით იქმნება სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც ლოკალიზდება როგორც ლიმფურ  კვანძში, ისე სხვა ორგანოებში.
• არაჰოჯკინის ლიმფომით დაავადებული რიგი პაციენტებისა შესაძლოა განიკურნოს დაავადებისაგან; ზოგ პაციენტში კი მიიღწევა დაავადებისაგან თავისუფალი პერიოდი, ე.წ. რემისია
• პაცინტებმა, რომლებმაც ჩაიტარეს მკურნალობა, შეიძლება იცხოვრონ თითქმის ნორმალური ცხოვრებით მრავალი წლის მანძილზე.

არა-ჰოჯკინის ლიმფომა მეექვსე ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებული კიბო და კიბოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სახეობაა სიხშირის მიხედვით ამერიკის შეერთებულ შტატებში. ადრეული 1970 წლებიდან მოყოლებული მისი ინციდენტობა თითქმის გაორმაგდა. 2009 წელს დაახლოებით 66,000 ადამიანს დაუდგინდა ეს დაავადება და 19,000 -ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მისგან. წელს დაახლოებით 574,000 პიროვნება იცხოვრებს ამ დაავადებით.