მნიშვნელოვანი დამატებითი ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ

მნიშვნელოვანი დამატებითი ინფორმაცია ქსელოდას უსაფრთხოების შესახებ


ვარფარინთან ურთიერთქმედება - კოაგულოპათია

• პაციენტებმა, რომლებიც თანადროულად იტარებენ თერაპიას კაპეციტაბინით და პერორულად მისაღები კუმარინის წარმოებული ანტიკოაგულანტით, ხშირად უნდა გაიკონტროლონ ანტიკოაგულაციური პასუხი [სნშ (INR) ან პროთრომბინის დრო], რათა შესაბამისად მოხდეს ანტიკოაგულანტის დოზის კორეგირება.

• ქსელოდა-ვარფარინის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება გამოვლინდა კლინიკური ფარმაკოლოგიის კვლევაში.

• კოაგულაციის შეცვლილი პარამეტრები და/ან სისხლდენა, მათ შორის ლეტალური გამოსავლით, არის აღწერილი იმ პაციენტებს შორის, რომლებიც ქსელოდას ღებულობდნენ კუმარინის წარმოებულ ანტიკოაგულანტებთან, მაგალითად ვარფარინთან და ფენპროკუმონთან თანადროულად (პარალელურად).

• პროთრომბინის დროის (PT) და სნშ-ის (INR) კლინიკურად მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნა იმ პაციენტებში, რომელთა ანტიკოაგულაციური პასუხი დასტაბილებული იყო ქსელოდას დანიშვნის პერიოდისთვის. ეს მოვლენები ვითარდებოდა ქსელოდათი თერაპიის დაწყების შემდეგ რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვის განმავლობაში და იშვიათად, ქსელოდას მიღების შეწყვეტიდან ერთი თვის განმავლობაში. მათი გამოვლენა მოხდა როგორც ღვიძლში მეტასტაზების მქონე პაციენტებში, ისე იმ პაციენტებში, რომელთაც აღნიშნული მეტასტაზები არ ჰქონდათ.

• 60 წელზე მეტი ასაკი და კიბოს დიაგნოზი თავისთავად განაწყობს პაციენტებს კოაგულოპათიის გაზრდილი რისკის მიმართ.

 უკუჩვენებები

• ქსელოდა უკუნაჩვენებია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც დადგენილი აქვთ ზემგრძნობელობა კაპეციტაბინის, ან რომელიმე მისი კომპონენტის, ან 5-ფტორურაცილის მიმართ. ქსელოდა უკუნაჩვენებია აგრეთვე იმ პაციენტებისთვის, რომელთაც დადგენილი აქვთ დიჰიდროპირიმიდინის დეჰიდროგენაზის (DPD) ნაკლოვანება ან თირკმლების მწვავე უკმარისობა.

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები

  • ქსელოდასთან დაკავშირებით აღწერილი ყველაზე ხშირი (>30%) გვერდითი მოვლენებია: დიარეა, მტევან-ტერფის სინდრომი, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დაღლილობა/სისუსტე და ჰიპერბილირუბინემია.


დამატებითი ინფორმაციისთავის იხილეთ ქსელოდას გამოყენების ინსქტრუქცია დაwww.xeloda.com

თერაპიული ჩვენებები ძუძუს კიბოს დროს


ქსელოდა ტაქსანების ჯგუფის პრეპარატებთან კომბინაციაში ნაჩვენებია ძუძუს ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური კიბოს მქონე პაციენტების სამკურნალოდ ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის უეფექტობის შემდეგ.

იგულისხმება, რომ წინასწარი თერაპია შეიცავდა ანთრაციკლინის ჯგუფის პრეპარატს  ქსელოდა,აგრეთვე, ნაჩვენებია მონოთერაპიის სახით ძუძუს ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური კიბოს მქონე პაციენტების სამკურნალოდ ტაქსანის და ანთრაციკლინის შემცველი ქიმიოთერაპიული რეჟიმის უეფექტობის შემდეგ, ან მკურნალობის პირველ ხაზში მათთვის, ვისთვისაც ანთრაციკლინით და/ან ტაქსანით მკურნალობა ნაჩვენები არ არის.

დოზირება და მიღების წესი 

ქსელოდას დოზირება დამოკიდებულია პაციენტის სხეულის მასის ინდექსზე, რომელიც სპეციალური ფორმულით გამოითვლება. ქსელოდას სრული დრეღამური დოზა იყოფა თანაბრად და მისი მიღება ხდება დღეში ორჯერ – დილას და საღამოს. ქსელოდას ტაბლეტების გადაყლაპვა საჭიროა წყლის მიყოლებით საკვების მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში

მონოთერაპია:
ქსელოდას მონოთერაპიისთვის რეკომენდებული საწყისი დოზა არის 1250 მგ/მ2 დღეში ორჯერ მისაღებად (დილით და საღამოს; შეესაბამება 2500 მგ/მ2 საერთო დღიურ დოზას) 2 კვირის განმავლობაში, შემდგომი 7 დღიანი დასვენების პერიოდით.

კომბინირებული თერაპია:

დოცეტაქსელთან კომბინაციისას ქსელოდას რეკომენდებული საწყისი დოზა არის 1250 მგ/მ2 ორჯერ დღეში ორი კვირის განმავლობაში, შემდგომი 7 დღიანი დასვენების პერიოდით, რომელიც კომბინირებულია ყოველ 3 კვირაში ერთხელ ერთსაათიანი ინტრავენური ინფუზიის გზით მიღებულ 75 მგ/მ2 დოცეტაქსელთან.
იმ პაციენტებში, რომლებიც კომბინირებულად ღებულობენ ქსელოდას და დოცეტაქსელს, დოცეტაქსელის შესახებ ინფორმაციით (ინსტრუქციით) გათვალისწინებული პრემედიკაცია დოცეტაქსელის შეყვანამდე უნდა იქნას დაწყებული. კომბინირებულ რეჟიმში ბიოლოგიური პრეპარატების ჩართვა ქსელოდას საწყის დოზაზე გავლენას არ ახდენს.  

ძუძუს მეტასტაზური კიბო 

ქსელოდათი მონოთერაპია ნაჩვენებია ძუძუს მეტასტაზური კიბოს მქონე იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებიც რეზისტენტული არიან როგორც პაკლიტაქსელის, ისე ანთრაციკლინის შემცველი ქიმიოთერაპიული რეჟიმების მიმართ, ან რეზისტენტული არიან პაკლიტაქსელის მიმართ და მათთვის ანთრაციკლინით შემდგომი თერაპია ნაჩვენები არ არის. მაგ., პაციენტები, რომელთაც მიღებული აქვთ დოქსორუბიცინის ან დოქსორუბიცინის ანალოგის 400 მგ/მ2 კუმულაციური დოზა. რეზისტენტობა განისაზღვრება როგორც პროგრესირებადი დაავადება მკურნალობის მიმდინარეობისას, საწყისი პასუხით ან მის გარეშე, ან რეციდივი ანთრაციკლინის შემცველი ადიუვანტური რეჟიმით მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში.

ქსელოდა დოცეტაქსელთან კომბინაციაში ნაჩვენებია ძუძუს მეტასტაზური კიბოს მქონე პაციენტების სამკურნალოდ, ანთრაციკლინის შემცველი წინასწარი ქიმიოთერაპიის უეფექტობის შემდეგ.

ძუძუს მეტასტაზური კიბოს დროს ქსელოდას მონოთერაპიის ეფექტთურობა დადასტურებულია ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევებით:

  • ბაზისურ კვლევაში, ანთრაციკლინის და/ან პაკლიტაქსელის მიმართ რეზისტენტული პაციენტების 60%-ში გამოვლინდა კლინიკური ეფექტი (სპ +ნპ + სდ) (სრული პასუხი + ნაწილობრივი პასუხი + სტაბილური დაავადება) ქსელოდათი მკურნალობის შედეგად (n=135)
  • ქსელოდათი მიღწეულ იქნა გადარჩენის მედიანური მაჩვენებელი 10.1 თვე გაზომვადი დაავადებისმქონე პაციენტებში (n=135)  

საყოველთაო ეროვნული ონკოლოგიური ქსელის (NCCN) გაიდლაინები მხარს უჭერს კაპეციტაბინს, როგორც არჩევით მონოთერაპიას ძუძუს მეტასტაზური კიბოს დროს

მნიშვნელოვანი ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებძუძუს მეტასტაზური კიბოსმონოთერაპია  

ძუძუს მეტასტაზური კიბოს ქსელოდათი მონოთერაპიის ერთჯგუფიან კლინიკურ კვლევაშიქსელოდას მიღებისას პაციენტების ≥5%-ში განვითარებული სერიოზული (3/4 ხარისხის) გვერდითი მოვლენები (%) იყო ლიმფოპენია (59), დიარეა (15), მტევან-ტერფის სინდრომი (11), ჰიპერბილირუბინემია (11), დაღლილობა (8), სტომატიტი (7) და დეჰიდრატაცია (5).

ძუძუს მეტასტაზური კიბოს დროს ქსელოდა არჩევითი ქიმიოთერაპიული პარტნიორია

საყოველთაო ეროვნული ონკოლოგიური ქსელის (NCCN) გაიდლაინები მხარს უჭერს კაპეციტაბინს, როგორც არჩევით ქიმიოთერაპიულ პარტნიორს ძუძუს მეტასტაზური კიბოს დროს, HER2-დადებითი დაავადების ჩათვლით.                                               

  • როგორც დადგინდა, ქსელოდას და დოცეტაქსელის ერთობლივი გამოყენებისას მედიანური დრო დაავადების პროგრესირებამდე იყო 186 დღე, შედარებით 128 დღესთან, რომელსაც ადგილი აქვს დოცეტაქსელით მონოთერაპიისას (HR 0.643; P = .0001).
  • როგორც დადგინდა, ქსელოდას და იქსაბეპილონის ერთობლივი გამოყენებისას პროგრესირებისგან თავისუფალი გადარჩენის მედიანური მაჩვენებელი იყო 5.7 თვე (n = 375), შედარებით 4.1 თვესთან (n = 377), რომელსაც ადგილი აქვს  ანთრაციკლინის და ტაქსანის მიმართ რეზისტენტულ, ძუძუს ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური კიბოს მქონე პაციენტებში ქსელოდათი მონოთერაპიისას (HR 0.69; 95% CI 0.58, 0.83; P < .0001).

მნიშვნელოვანი ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ  დოცეტაქსელთანკომბინირებული თერაპია ძუძუს მეტასტაზური კიბოს დროს  

ძუძუს მეტასტაზური კიბოს დროს ქსელოდათი კომბინირებული თერაპიის (ქსელოდა  + დოცეტაქსელთან) მე-3 ფაზის კლინიკურ კვლევაში ≥2%-ით უფრო მაღალი სიხშირით განვითარებული სერიოზული (3-4 ხარისხის) გვერდითი მოვლენები  (%) იყო: ლიმფოციტოპენია (89;84), მტევან-ტერფის სინდრომი (24;1), სტომატიტი (<18;5), დიარეა (<15;<6), ანემია (10;<6), ჰიპერბილირუბინემია (9;4), გულისრევა (7;2), ღებინება (5;2), ყაბზობა (2;0), და ფრჩხილების დაზიანება (2;0).

დამატებითი ინფორმაციისთავის იხილეთ ქსელოდას გამოყენების ინსქტრუქცია დაwww.xeloda.com