ონკოლოგია

ონკოლოგიური დაავადებები თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. ავთვისებიანი სიმსივნეები სიკვდილობის მაჩვენებლებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. სამწუხაროდ ონკოლოგიის სფეროში კვლავ აღინიშნება დაავადებების სიხშირის ზრდის ტენდეცია. ბოლო მონაცემებით, ყოველწლიურად ვლინდება ონკოლოგიური დაავადების 9 მილიონი ახალი შემთხვევა, ხოლო მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებით აღრიცხვაზე მყოფ ადამიანთა რიცხვი მთლიანად შეადგენს 60 მილიონს.


ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომლითაც ძირითადი აქცენტი კეთდება პაციენტების სიცოცხლის გახანგრძლივებაზე. ონკოლოგიაში სადღეისო  მიღწევები  იძლევა ეფექტური მკურნალობის საშუალებას.


კომპანია ,,როში“ წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს ონკოლოგიის დარგში. წლების განმავლობაში ის ამუშავებდა მკურნალობის ახალ მეთოდებს, რომლებიც წარმატებით გამოიყენება მთელ მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ ონკო-პაციენტების სიცოცხლის გახანგრძლივებისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების საქმეში.
დღესდღეობით კომპანია ,,როშის“ პორტფელში შედის 5 ინოვაციური სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი, რომლებიც გამოიყენება 6 სხვადასხვა ონკოლოგიური ნოზოლოგიის მკურნალობის დროს.


ჰერცეპტინი (ტრასტუზუმაბი), რომელიც გამოიყენება HER2- დადებითი სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს (ასეთი ტიპის უფრო აგრესიული ფორმა გვხვდება პაციენტების 20-30%-ში). ჰერცეპტინის მიღებისას   სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი იზრდება 40%-ით, ამასთან არ იცვლება პაციენტების ცხოვრების ხარისხი; გარდა ამისა, სამჯერ მცირდება სიკვდილობის მაჩვენებელი და ორჯერ- რეციდივის რისკი.
ამჟამად უკვე დასრულებულია კვლევები ჰერცეპტინის უპრეცედენტო ეფექტურობის შესახებ HER2-პოზიტიური კუჭის კიბოს  მკურნალობის დროს.


ავასტინი (ბევაციზუმაბი) - ეფექტური აღმოჩნდა კოლერექტული კიბოს მკურნალობისას, ასევე, ძუძუს, ფილტვის, თირკმლის კიბოსა და, გლიობლასტომის შემთხვევებში. ეს არის პირველი პრეპარატი, რომელიც თრგუნავს ანგიოგენეზის პროცესს, ე.წ. სისხლძარღვების ქსელის ზრდას, რომლებიც კიბოს ქსოვილ ამარაგებენ ჯანგბადითა და საკვები ნივთიერებებით. 


ტარცევა (ერლოტინიბი),  ეფექტურია ფილტვის კიბოს სამკურნალოდ და პირველი ადგილი უჭირავს  კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს  თანამედროვე მკურნალობის სქემაში ბოლო 10 წლის მანძილზე. პრეპარატის მოქმედებას განსაზღვრავენ “პატარა მოლეკულები”, რომლებიც ზემოქმედებენ  სიმსივნური უჯრედების განსაზღვრულ რეცეპტორებზე, რაც თავის მხრივ წარმოადგენს  სიმსივნური უჯრედების განადგურების ან მათი ზრდის შეჩერების  გამშვებ მექანიზმს.


მაბტერა (რიტუქსიმაბი), ეს არის მკურნალობის სტანდარტი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ონკო-ჰემატოლოგიური დაავადების (სისხლის დაავადებები) – არაჰოჯკინის ლიმფომის დროს. ბოლო 8 წლის განმავლობაში პრეპარატი მაბტერა მიიღო და ყოველგვარი გართულებების გარეშე ეფექტური მკურნალობა ჩაიტარა დაახლოებით 1 მილიონმა პაციენტმა. 2009 წელს ევროპულმა კომისიამ მაბტერა დაამტკიცა, როგორც მკურნალობის საუკეთესო საშუალება ქრონიკული ლიმფოიდური ლეიკოზის რეციდიული ან რეზისტენტული ფორმის დროს (ლეიკოზის ყველაზე ხშირი ფორმა ზრდასრულ პაციენტებში)


ქსელოდა (კაპეციტაბინი), გამოიყენება ძუძუს კიბოს, კოლორექტული და კუჭის კიბოს დროს. გამოირჩევა არა მარტო მიღების მოსახერხებული ფორმით (ტაბლეტირებული ფორმა საშუალებას იძლევა პრეპარატი მივიღოთ საოჯახო პირობებში), არამედ მოქმედების უნიკალური მექანიზმით. წამალი მოქმედებას იწყებს უშუალოდ სიმსივნურ ქსოვილში, და ასტიმულირებს სიმსივნის თვითგანადგურების პროცესს.

პერჯეტა (პერტუზუმაბი) – HER2 რეცეპტორის დიმერიზაციის ინჰიბიტორების კლასის პირველი წარმომადგენელია, რომელიც ჰერცეპტინთან კომბინაციაში ახდენს HER2 რეცეპტორის ორმაგ ბლოკირებას. გამოიყენება HER2-დადებითი მეტასტაზური ან ადგილობრივად გავრცელებული არარეზექცირებადი ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ ანტი-HER2 თერაპია ან ქიმიოთერაპია მეტასტაზური დაავადების გამო.

კადსილა (ტრანსტუზუმაბ ემთანზინი) - წარმოადგენს პირველ ანტისხეულ-წამლის კონიუგატს, რომელიც გამოიყენება მონოთერაპიის სახით HER2-დადებითი მეტასტაზური ძუძუს კიბოს მკურნალობის მეორე ხაზში.

 ზელბორაფი (ვემურაფენიბი)– BRAF-კინაზის ძლიერი და მაღალსელექტიური ინჰიბიტორია, რომელმაც მონოთერაპიულ რეჟიმში აჩვენა საერთო გადარჩენადობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მეტასტაზური მელანომის მქონე იმ პაციენტთა პოპულაციაში, რომლებსაც აღენიშნებათ BRAF-V600 მუტაცია.

 ერივეჯი (ვისმოდეგიბი)- პირველი და ერთადერთი ჰეჯჰოგის გზის ინჰიბიტორია ბაზალურუჯრედოვანი კარცინომის შორსწასული ფორმების დროს, სადაც ქირურგიული ჩარევა და სხივური თერაპია უკუნაჩვენები ან არაეფექტურია. პრეპარატი ინიშნება პერორალურად, დღეში ერთჯერადი დოზირებით.