ხშირად დასმული შეკითხვები

1. რას წარმოადგენს ოსტეოპოროზი?

ოსტეოპოროზი ქრონიკული დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძვლის  მასისა და სიმკვრივის შემცირება, რასაც თან სდევს მოტეხილობების რისკის ზრდა.

2.რამდენად ხშირია ოსტეოპოროზი?

სტატისტიკის მიხედვით, 50 წლის ასაკის ზემოთ, ყოველ მე-3 ქალს და ყოველ მე-5 მამაკაცს აღენიშნება ოსტეოპოროზი. ოსტეოპოროზით გამოწვეული მოტეხილობების სიხშირემ 2050 წლისათვის შესაძლოა მიაღწიოს ეპიდემიურ მასშტაბებს. განსაკუთრებით სავალალო შედეგები მოსდევს ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობას: მოტეხილობიდან 1 წლის მანძილზე  სიკვდილობის მაჩვენებელი შეადგენდა 30-35 %, ხოლო ცოცხლად დარჩენილთა 78%-ს ერთი  და  65,5%-ს  ორი წლის მანძილზე ესაჭიროებოდა  მუდმივი მზრუნველობა.

3. რაში მდგომარეობს ოსტეოპოროზის განვითარების მიზეზი პოსტმენოპაუზურ ქალებში?

მენოპაუზამდე ქალებში მიმდინარეობს მუდმივი ხასიათის და კარგად ბალანსირებული ძვლოვანი ქსოვილის განახლების პროცესი. მენოპაუზის დადგომისთანავე მკვეთრად კლებულობს ესტროგენების (ქალის მენსტრუალური ციკლის პირველი ფაზის სასქესო ჰორმონები) პროდუქცია, რის შედეგადაც ზემოაღნიშნული პროცესი ირღვევა და ძვლის სიმყიფე მატულობს. 

4.ვითარდება თუ არა ოსტეოპოროზი მამაკაცებში?

ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში ოსტეოპოროზის სიხშირე აღწევს 20%-ს. ბარძაყის ძვლის ყელისა და წინამხრის ძვლების მოტეხილობის სიხშირე მამაკაცებში დაბალია ქალებთან შედარებით, მაშინ როცა, მოტეხილობის შემდგომი, მათ შორის ბარძაყის ძვლის ყელის, სიკვდილობის მაჩვენებელი აღემატება იგივე მაჩვენებელს ქალებში.

5.რა გავლენას ახდენს ძვლებზე ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი?

ორსულობის პერიოდში ნაყოფს ესაჭიროება დიდი რაოდენობით კალციუმი, რომელსაც მომავალი დედა იღებს საკვები პროდუქტებისა და ბიოდანამატების სახით. იმ შემთხვევაში, როდესაც ქალი არასაკმარისი რაოდენობით იღებს კალციუმს ალიმენტური გზით, ამ დეფიციტის შევსება ხდება მისი ძვლებიდან გარკვეული რაოდენობის მინერალების გამონთავისუფლებით. ამიტომ ორსულებისთვის რეკომედებულია საჭირო რაოდენობით კალციუმისა და D ვიტამინის მიღება. რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ძვლის მინერალური სიმკვრივე გარკვეულწილად შეიძლება შემცირდეს  ლაქტაციის პერიოდში, თუმცა წესისამებრ იგი გარდამავალი ხასიათისაა. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ძუძუთი კვების შეწყვეტიდან 6 თვის შემდეგ ძვლის მინერალური სიმკვრივის მაჩვენებელი აღდგება სრულად.

6. მაქვს  თუ არა ოსტეოპოროზის რისკი?

გაიარეთ ოსტეოპოროზის რისკის შეფასების ერთწუთიანი ტესტი და დამოუკიდებლად შეაფასეთ გემუქრებათ თუ არა ოსტეოპოროზი.

7.ოსტეოპოროზის განვითარების რისკ-ფაქტორებია:

თამბაქო, პასიური ცხოვრების წესი, სხეულის ნორმაზე დაბალი მასა. შეიტყვეთ  უფრო დაწვრილებით რისკ-ფაქტორების შესახებ.

8.როგორ ავირიდოთ ოსტეოპოროზი და მასთან დაკავშირებული ძვლების მოტეხილობები?

შეიტყვეთ უფრო მეტი დაავადების და მოტეხილობების  პროფილაქტიკის შესახებ.

9.რომელი საკვები პროდუქტები ზრდის ოსტეოპოროზის სამკურნალო პრეპარატების ეფექტურობას?

საჭიროა საკვებ მოციონში ჩავრთოთ კალციუმით მდიდარი პროდუქტები. ასეთია: რძის პროდუქტები, მაგარი ყველის სახეობები, ზღვის პროდუქტები (მაგ.:სარდინა,ორაგული). შეიტყვეთ დაწვრილებით სწორი კვების შესახებ .

10.რა რაოდენობის კალციუმს უნდა ღებულობდეს ადამიანი დღეში? რომელი პროდუქტები შეიცავენ  კალციუმს?

შეიტყვეთ უფრო მეტი სწორი კვების შესახებ.

11.რომელ ექიმს უნდა მივმართოთ ოსტეპოროზზე ეჭვის შემთხვევაში?

ოსტეოპოროზის გამოკვლევისათვის უნდა მივმართოთ ენდოკრინოლოგს, რევმატოლოგს, გინეკოლოგს ან ორთოპედ-ტრავმატოლოგს. 

12.  რას წარმოადგენს დენსიტომეტრია? სად და რა სიხშირით უნდა ჩავიტაროთ ეს გამოკვლევა?

ეს არის მეთოდი, რომლის მეშვეობით ხდება ძვლის მინერალური სიმკვრივის განსაზღვრა. დენსიტომეტრია ტარდება მკურნალობის დაწყებამდე და თერაპიული კურსის 1 წლის თავზე;. დენსიტომეტრიის ჩატარება შესაძლებელია სამედიცინო ცენტრებში, სადაც მკურნალობენ ოსტეოპოროზს.

13.  დამიდგინდა ოსტეოპოროზი. რატომ არ მაქვს დაავადების გამომხატველი ჩივილები?

უმეტეს შემთხვევაში ოსტეოპოროზის გამოვლენა არ ხდება მოტეხილობის განვითარებამდე, ამიტომაც უწოდებენ მას ,,ჩუმ ეპიდემიას“. შეაფასეთ ოსტეოპოროზის რისკ-ფაქტორები თქვენს შემთხვევაში.

14.  რამდენ ხანს გრძელდება ოსტეოპოროზის მკურნალობა?

საწყისი შედეგების  ანუ  ძვლის მინერალური სიმკვრივის   მაჩვენებლის ნორმის ფარგლებში აღსადგენად თერაპიული კურსი გრძელდება მინიმუმ 1 წელი. იმის გაღვალისწინებით, რომ ოსტეოპოროზი არის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება, მკურნალობის სრული კურსი მოიცავს 5 წელს, რომლის განმავლობაშიც მკურნალი ექიმი პერიოდულად აფასებს დაავადების დინამიკას, შესაბამისად ღებულობს გადაწყვეტილებას მკურნალობის შეწყვეტისა ან გაგრძელების შესახებ.