osteporosis

ოსტეოპოროზი

ოსტეოპოროზი - ჩონჩხის ძვლების დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძვლის  მასისა და სიმკვრივის შემცირება, რაც თავის მხრივ, უპირატესად, ზრდის ხერხემლის, მაჯის, ბარძაყის ძვლის ყელის, მცირე მენჯისა და მხრის სარტყლის ძვლების მოტეხილობის რისკს. ოსტეოპოროზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მსოფლიოში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით ყოველი მე-3 ქალი და მე-5 მამაკაცი 50 წლის ასაკის ზევით დაავადებულია ოსტეოპოროზით, რაც 200 მლნ-ზე მეტ ადამიანს შეაგდენს დედამიწაზე.
საქართველოში ოსტეოპოროზის გავრცელების შესწავლა მხოლოდ უკანასკნელი წლების განმავლობაში იყო შესაძლებელი. მონაცემები შედარებით მწირია, მაგრამ შთამბეჭდავი. დენსიტომეტრიული კვლევების შედეგები ადასტურებს, რომ 40 წელს გადაცილებული ყოველი მე-3 ქალი და 50 წელს გადაცილებული ყოველი მე-5 მამაკაცი დაავადებულია ოსტეოპოროზით. ასაკთან ერთად არა მარტო ძვლოვანი მასა მცირდება, არამედ მატულობს მოტეხილობების რისკი, რომელთა ეპიდემიოლოგია ჩვენს ქვეყანაში არ არის შესწავლილი.
დაავადებას  უმეტესად ჩუმი მიმდინარეობა ახასიათებს და ხშირად მოტეხილობის განვითარების შემდეგ ვლინდება. მოტეხილობა თავის მხრივ ასოცირებულია  ტკივილთან, მოტორული ფუნქციის დაკარგვასთან,   ინვალიდობასთან. მთელ რიგ შემთხვევებში, არ არის გამორიცხული აღინიშნოს ლეტალური გამოსავალი. ოსტეოპოროზის განსაკუთრებით მძიმე გამოსავალია ბარძაყის ძვლის მოტეხილობა; პაციენტთა სიკვდილობის მაჩვენებელი ასეთი მოტეხილობის შემდეგ პირველ წელს მერყეობს 30,8% - 35,1% ფარგლებში. ამასთანავე, ,,გადარჩენილთა“ 78%-ს მოტეხილობიდან ერთი წლის   და 65% -ს ორი წლის შემდეგ ესაჭიროება მუდმივი მოვლა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე დაასკვნეს, რომ ოსტეოპოროზი/ოსტეოპენიის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას შეუძლია მნიშვნელოვნად შეასუსტოს ოსტეოპოროზის შედეგები. ოსტეოპოროზის მკურნალობის სტრატეგიული მიდგომა ასეთია:
• სხეულის ნორმალური მასის შენარჩუნება და ყოველდღიურად  დაახლოებით 1000მგ. კალციუმის მიწოდება,  მოზარდის ასაკიდან დაწყებული ცხოვრების ბოლომდე
• ფიზიკური აქტივობა
• მწეველობის მავნე ჩვევაზე უარი და ალკოჰოლის მოხმარების მნიშვლელოვნად შეზღუდვა
• კორტიზონის დოზების მინიმუმამდე დაყვანა და ოსტეოპოროზის საპროფილაქტიკო საშუალებების მიღება კორტიზონით მკურნალობის შემთხვევაში
• კალციუმისა და D ვიტამინის დამატებით მიღება
• მედიკამენტოზური, კერძოდ,   ჩანაცვლებით-ჰორმონული თერაპია ქალებში მენოპაუზის პერიოდში, ბისფოსფონატები, D ვიტამინის აქტიური მეტაბოლიტები.
50 წელს გადაცილებულ ქალებში მნიშვნელოვნად მაღალია ძვლის ქსოვილის სწრაფი და გამოხატული განლევის რისკი; ისინი დგანან ოსტეოპოროზის განვითარების საფრთხის წინაშე - დაავადებისა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ძვლების მოტეხილობა(ბარძაყის ძვლის ყელის, მაჯის, ხერხემლის მალების). სადღეისოდ ოსტეოპოროზით დაავადებულ პაციენტთა 4-დან მხოლოდ 1 შემთხვევაში ხდება დიაგნოზის დადგენა მოტეხილობის გამოვლენამდე. აღნიშნული ვითარება სხვადასხვა მიზეზებით არის განპირობებული, მათ შორისაა სკრინინგული პროგრამის არარსებობა.

კომპანია Roche-მა ოსტეოპოროზის სამკურნალოდ შეიმუშავა პრეპარატი ბონვივა. ამ პრეპარატის აქტიური ნივთიერებაა იბანდრონის მჟავა - რევოლუციური ნივთიერება, რომელიც თავისი შემადგენლობით ძალზედ მიმსგავსებულია ძვლის მინერალურ ნივთიერებასთან. ორგანიზმში მოხვედრისას იბანდრონის მჟავა სწრაფად გროვდება სწორედ იმ ადგილას, სადაც ხდება ძვლის ქსოვილის დაშლა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი დეპონირება შეიძლება შენარჩუნდეს ერთ წლამდე პერიოდში.
ბევრი პაციენტი თვლის, რომ ოსტეოპოროზის მკურნალობა მოუხერხებელია, რადგანაც  მას ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება და ხანგრძლივი დროის განმავლობაში უწევს წამლის ხშირი (ყოველდღიური ან კვირაში ერთხელ) მიღება. პაციენტთა ორი მესამედი წყვეტს მკურნალობას თერაპიული კურსის პირველი წლის განმავლობაში - მაშინ როცა, დადებითი შედეგების მიღება შეიძლება მხოლოდ გრძელვადიანი თერაპიის  შემთხვევაში. რაც შეეხება ბონვივას, იგი პაციენტთა არჩევანია, ვინაიდან დოზირების კომფორტული რეჟიმი გააჩნია - ერთი აბი მხოლოდ ერთხელ თვეში.  

მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის-ის ენოკრინოლოგია-დიაბეტოლოგიის კათედრის გამგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ აშოტ მკრტუმიანის აზრით: ,,-ბონვივამ გადაჭრა პაციენტის წამლისადმი ,,ერთგულების” პრობლემა, კერძოდ: თუ ყოველდღიური მიღების დროს  წამლისადმი ,,ერთგულების” მაჩვენებელი(პრეპარატის სისტემატური მიღება) შეადგენს 34%, ყოველკვირეული რეჟიმის დროს იგი იზრდება    38%-მდე, ხოლო თვეში ერთჯერადი მიღების შემთხვევაში  80%-ს უტოლდება. ეს ციფრი ჩვენ, ექიმებს, სავსებით გვაკმაყოფილებს. ამასთან, დადასტურებულია პრეპარატის ეფექტურობა - იგი ეწინააღმდეგება ძვლის ქსოვილიდან კალციუმის გამორეცხვას და შედეგად ზრდის ჩონჩხის სტრუქტურის მდგრადობას. მისი ეფექტურობის წყალობით ბონვივას შეიძლება ვუწოდოთ ოქროს სტანდარტი ოსტეოპოროზის მკურნალობაში’’- აღნიშნავს პროფესორი მკრტუმიანი.