სიმსუქნე

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ХХ საუკუნის ბოლოსთვის სიმსუქნის, როგორც დაავადების, გავრცელებამ მიიღო გლობალური, ეპიდემიური ხასიათი. მთელს მსოფლიოში დაახლოებით 250 მილიონ ადამიანს აღენიშნება კლინიკურად მნიშვნელოვანი სხეულის ჭარბი წონა.  ამასთან, მათი რიცხვი მუდმივად მატულობს. სიმსუქნის ესთეტიკური და სოციალური ასპექტები სადღეისოდ უკვე  კარგად არის ცნობილი. ჭარბი წონის ადამიანებს აქვთ დაბალი თვითშეფასება,  ხშირად აწუხებთ არასრულფასოვნების კომპლექსი, თავისდაუნებურად ამცირებენ ნაცნობ-მეგობრების წრეს, ჩნდება პრობლემები ინტიმურ სფეროში, უძნელდებათ ოჯახის შექმნა. მაგრამ პირველ რიგში სიმსუქნე წარმოადგენს სამედიცინო პრობლემას.

სიმსუქნე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ჯანმრთელობისათვის, რამდენადაც მისი ზემოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად მატულობს თანმხლები დაავადებების რისკი, როგორიცაა მაგ.: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, კარდიოლოგიური  პრობლემები,  არტერიული წნევის მატება  და ინსულტი. ჭარბი წონის შემთხვევაში ჰიპერტენზიისა და შაქრიანი დიაბეტის განვითარების ალბათობა 3-ჯერ, ხოლო ათეროსკლეროზის   2-ჯერ  უფრო მაღალია ჯანმრთელ პაციენტებთან შედარებით.  ასევე მატულობს სიმსივნური დაავადების, ართროზის, ქოლეცისტიტის და სხვა დაავადებების განვითარების რისკი; აქედან გამომდინარე, კი იზრდება სიკვდილობის მაჩვენებელიც. მაგ.: შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის, რომელთა ხსეულის მასის ინდექსი 25 % - ით აღემატება ნორმას, სიკვდილობის მაჩვენებელი 5-ჯერ უფრო მაღალია საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელთან შედარებით. სიმსუქნეს უწოდებენ მდგომარეობას, როდესაც აღინიშნება ,,ადამიანის ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბი დაგროვება“, რაც სერიოზულ გავლენას ახდენს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სიცოცხლის ხარისხზე.

slim

სიმსუქნე ჩვეულებრივ არის არასწორი კვებისა და ნაკლებაქტიური ცხოვრების წესის შედეგი. როდესაც საკვებით მიღებული ენერგიის მოცულობა აღემატება ორგანიზმის  მოთხოვნილებას მასზე, ასეთ შემთხვევაში ჭარბი ენერგია გროვდება ცხიმის სახით.  ადამიანის სხეულის ცხიმის ზუსტი რაოდენობრივი  განსაზღვრა პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ ჭარბი წონა ისაზღვრება სხეულის მასის ინდექსით (სმი) -  რაც თავის მხრივ წარმოადგენს სხეულის წონის (იზომება კილოგრამებში) და სიმაღლის კვადრატის (იზომება მეტრებში) შეფარდებას. სმი 25-29,9 კგ/მ2 მიუთითებს ჭარბ წონაზე, ხოლო 30 კგ/მ2 - ზე ზემოთ კი სიმსუქნეს. გამოიანგარიშეთ საკუთარი სხეულის მასის ინდექსი. იქნებ დროა დაფიქრდეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?  წონის კორექციის ეფექტური მეთოდები აუცილებლად უნდა ითვალისწინებდნენ იმ ფაქტორებს, რომლებიც განაპირობებენ ჭარბი წონისა და სიმსუქნის განვითარებას. გამომდინარე აქედან, წონის კორექციის პროგრამის შემუშავებისას განსაკუთრებული აქცენტი  კეთდება შემდეგზე:

  • კვების სწორი რეჟიმი 
  • მედიკამენტოზური მკურნალობა
  • ფიზიკური აქტივობა
  • ხცოვრების წესის შეცვლა
  • სოციალური მხარდაჭერა


ქსენიკალი

საკვების შემადგენლობაში შემავალი ცხიმების ორგანიზმის მიერ შესაწოვად  თავდაპირველად მათი გახლეჩვა ხდება კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტ ლიპაზის მიერ, რის შემდეგაც საჭმლის მიღებიდან მოკლე დროში  მცირე ფრაქციების სახით ხვდება წვრილ ნაწლავში. ლიპაზის მოქმედება გამოიხატება იმაში, რომ მისი მოქმედების შედეგად ცხიმი ორგანიზმის მიერ   ადვილად შეიწოვება


საკვებთან ერთად ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ქსენიკალი (ორლისტატი) საჭმლის მომნელებელ ტრაქტში თრგუნავს ლიპაზის აქტივობას, რის შედეგადაც  აღარ ხდება ცხიმის დიდი ზომის მოლეკულების გახლეჩვა. დაუშლელი  ცხიმები  ვეღარ ხვდება სისხლის ნაკადში და უცვლელი სახით გამოიდევნება ნაწლავის გავლით განავალთან ერთად. ქსენიკალის მეშვეობით იზღუდება საკვების გზით მიღებული ცხიმების დაახლოებით 1/3 - ის შეწოვა, რაც თავის მხრივ,  განაპირობებს ორგანიზმის მიერ ცხიმის კარგვას.

  • ორლისტატი აფერხებს საკვებში შემავალი ცხიმების ორგანიზმის მიერ შეთვისებას; ორლისტატი ბლოკირებას უკეთესებს საკვები ცხიმების მონელების პროცესს.
  • ორლისტატი მოქმედებს მხოლოდ საჭმლის მომნელებელ სისტემაში;
  • გეხმარებათ აკონტროლოთ ცხიმის შემცველობა თქვენს საკვებში.
  • ორლისტატი ამცირებს კანქვეშა ცხიმს, ისე რომ  ზეგავლენას არ ახდენს კუნთოვან ქსოვილზე.
  • ორლისტატი ამცირებს შაქრიანი დიაბეტისა და არტერიული ჰიპერტენზიის რისკს; იწვევს სისხლში ლიპიდების დონის დაქვეითებას.

 ·  ორლისტატი წონის კორექციის გზით თავიდან აგვაცილებს დიაბეტისა და ათეროსკლეროზის პროგრესირებას.

  • ორლისტატს არ ახასიათებს ტოქსიური ზემოქმედება თავის ტვინზე.
  • ორლისტატი არ იჩენს ტოქსიურობას გულისა და სხვა შინაგანი ორგანოების მიმართ;
  • ორლისტატის გვერდითი ეფექტების დარეგულირება შესაძლებელია დიეტის მეშვეობით;
  • ორლისტატს არ ახასიათებს წამლებთან ურთიერთქმედება.
  • ორლისტატი უსაფრთხოა ხანგრძლივი გამოყენებისას.
  • გეხმარებათ თავიდან აიცილოთ წონის ხელახალი მატება.