1) კომპანია როშის საგანმანათლებლო რესურსი -Roche Health Kiosk-წარმოადგენს უნიკალურ, გასართობი ტიპის ინტერნეტპროდუქტს, რომელიც მომხმარებელს ინფორმაციას აწვდის ადამიანის ჯანმრთელობის განმსაზრვრელი ძირითადი ფაქტორების შესახებ. ადამიანის ორგანიზმში ინტერაქტიური, ვირტუალური მოგზაურობის შედეგად თქვენ გაეცნობით მეტაბოლიზმის საკვანძო საკითხებსა და უმთავრეს სასიცოცხლო პროცესებს; იხილავთ გულს მუშაობის პროცესში, დაწვრილებით დაათვალიერებთ უჯრედის სრუქტურულ ერთეულებს ქრომოსომების ჩათვლით.გარდა ამისა, ნახავთ სხვადასხვა ფორმის მალებსდა შესაძლებლობა მოგეცემათ თვალი გაადევნოთ საჭმლისმომნელებელ სისტემაში ცხიმის შეწოვის და ასევე, ზედა სასუნთქი გზის უჯრედებში ლორწოვანი გარსის გავლით გრიპის ვირუსის შეწოვის პროცესებს.
რა მიზეზები უდევს საფუძვლად ქვემოთჩამოთვლილი დაავადებების განვითარებას? როგორ ხდება მათი დიაგნოსტირება? როგორია მათი პროფილაქტიკისა და მკურნალობის გზები? გრიპი
ოსტეოპოროზი
ანემია
C ჰეპატიტი
შაქრიანი დიაბეტი
სიმსუქნე
ძუძუს კიბო

2) ჩვენი კომპანიის მიერ ასევე, მოწოდებულია LIFEBLOOD - უნიკალური გასართობი ტიპის მულტიმედია რესურსი თირკმლის ქრონიკული დაავადების და ანემიის შესახებ . LIFEBLOOD განკუთვნილია, როგორც პაციენტების, ისე სამედიცინო სფეროს სპეციალისტებისათვის.
მულტიმედიისა და გამოსახულების თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით შესაძლებელია მაქსიმალურად ზუსტი ვიზუალური ეფექტის მიღება, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს თირკმლის დაავადებების გამომწვევი მიზეზების ახსნას. ზუსტი გამოსახულების, ვიდეო და 3D ფორმატის გამოყენებით LIFEBLOOD პაციენტებს საშუალებას აძლევს ვირტუალურად იმოგზაურონ ადამიანის ორგანიზმში; გაეცნონ ღვიძლის ქრონიკული დაავადებისა და ანემიის გამომწვევ მიზეზებს, პროფილაქტიკისა და მკურნალობის ძირითად პრინციპებს.
დაავადების მექანიზმის ცოდნა დაეხმარება პაციენტებს, მათ ორგანიზმში მიმდინარე პროცესების უკეთ გარკვევასა და დაავადების დაძლევაში.