main_page_diseases

ონკოლოგია

hand_of_pt_infusion

ონკოლოგიური დაავადებები თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. ავთვისებიანი სიმსივნეები სიკვდილობის მაჩვენებლებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. სამწუხაროდ ონკოლოგიის სფეროში კვლავ აღინიშნება დაავადებების სიხშირის ზრდის ტენდეცია. ბოლო მონაცემებით, ყოველწლიურად ვლინდება ონკოლოგიური დაავადების 9 მილიონი ახალი შემთხვევა. ვრცლად...

ვირუსოლოგია

pegasys

ვირუსული ინფექციები ყველაზე ხშირია  სხვა ინფექციურ დაავადებებს შორის.
ვირუსული ჰეპატიტები განსხვავებული ეტიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის მქონე დაავადებათა ჯგუფია, რომელთაც აქვთ მსგავსი კლინიკური სურათი და უპირატესად აზიანებენ ღვიძლს.
ვირუსული ჰეპატიტები წარმოადგენენ სერიოზულ პრობლემას სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრების მიხედვით. ვრცლად...

რევმატოლოგია

Hands_of_RA_patient

რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, შებოჭილობას, შეშუპებას და მათში მოძრაობის შეზღუდვას. რევმატოიდული ართრიტის დროს უპირატესად სახსრები ზიანდება, თუმცა ანთება შესაძლოა გავრცელდეს სხვა ორგანოებშიც. რევმატოიდული ართრიტის დროს დროთა განმავლობაში ვითარდება სახსრების დეფორმაცია და ფუნქციის შეზღუდვა ან დაკარგვა. მსოფლიოში მოსახლეობის დაახლოვებით 0,5-1% დაავადებულია რევმატოიდული ართრიტით. ვრცლად...