პერსონალიზებული მედიცინა

research_1

როშმა, როგორც ნოვატორმა გლობალურმა კომპანიამ ჯანდაცვის სფეროში, ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი დაავადებების მკურნალობის პერსონალიზებულ მიდგომას. პერსონალიზებულ მედიცინას უდიდესი პოტენციალი გააჩნია მნიშვნელოვნად გაზარდოს მკურნალობის ეფექტურობა, პაციენტთა სიცოცხლის ხანგრძლივობა, ცხოვრების  ხარისხი და ხარჯ-ეფექტურობა მიზანმიმართული მკურნალობის ჩატარების გზით.

პერსონალიზებული მედიცინა ეფუძნება ცოდნას, რომ ერთი და იგივე დაავადების მქონე სხვადასხვა პაციენტი ერთსა და იმავე მკურნალობას განსხვავებულად პასუხობს. როდესაც ერთი წამალი მაღალეფექტურია ერთ პაციენტში, იმავე წამალს შესაძლოა არ ჰქონდეს მსგავსი სასურველი ეფექტი სხვა პაციენტში. წამლის ეფექტურობაზე გავლენას ახდენენ როგორც დაავადებასთან დაკავშირებული, ისე პაციენტის ინდივიდუალური მახასიათებლები.

როშის მიზანია შესთავაზოს ექიმებსა და პაციენტებს პერსონალიზებული მედიცინის გადაწყვეტილებები, რაც უკეთეს დიაგნოსტიკას და მკურნალობის შედეგებს უზრუნველყოფს.

ბოლო რამდენიმე წელია კომპანია როშმა წამოიწყო სისტემური მიდგომა პერსონალიზებული მედიცინის დანერგვისთვის, რასაც ხელს უწყობს კომპანიის ექსპერტიზა როგორც ფარმაცევტულ, ისე - დიაგნოსტიკის დარგში. 

  • პაციენტთა სხვადასხვა მახასიათებლების და დაავადების ტიპების გათვალისწინებით პერსონალიზებული მიდგომა მედიცინაში:
  • აუმჯობესებს დაავადების სხვადასხვა ტიპების შეცნობას და საშუალებას იძლევა პაციენტები დაჯგუფდნენ მახასიათებლების მიხედვით;
  • თავიდან გვაცილებს არაეფექტურ და/ან არასაჭირო მკურნალობას, რითაც აუმჯოებესებს მკურნალობის ხარჯ-ეფექტურობას;
  • ხელს უწყობს უფრო უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის შემუშავებას, რითაც ამცირებს გვერდითი მოვლენების რისკს და ხარჯს;
  • გვთავაზობს დიაგნოსტიკურ ტესტებს პაციენტთა იმ ჯგუფების გამოსავლენად, რომელნიც მეტად დაექვემდებარებიან მკურნალობს;
  •  აუმჯობესებს გამოსავალს პაციენტებისთვის, მათ სიცოცხლის ხარისხს.

პერსონალიზებული მედიცინა უკვე რეალობაა. კომპანია როშს პერსონალიზებული მიდგომის რამდენიმე წარმატებული მაგალითი აქვს დანერგილი. ესენია, HER2 პოზიტიური ძუძუს კიბოს მიზანმიმართული მკურნალობა ჰერცეპტინით, პეგასისით და რიბავირინით C ჰეპატიტის მკურნალობის მართვა ვირუსოლოგიური პასუხის მიხედვით, მელანომის მკურნალობა ზელბორაფით სპეციფიკური BRAF V600 მუტაციის მქონე პაციენტებში.

 კომპანია როში განარძობს ძიებას პერსონალიზებული მედიცინის შემდგომი განვითარებისთვის.