1896

1 ოქტომბერს ფრიც ჰოფმან-ლა როშმა დააფუძნა კომპანია “ფ. ჰოფმან-ლა როში და კომპანია” (ბაზელი, შვეიცარია). ამავე წელს შეიქმნა პრეპარატი “აიოდინი” (ფარისებრი ჯირკვლის ექსტრაქტი) და “აიროლი” (ანტისეპტიკი).

1898

შემუშავდა პრეპარატი “სიროლინი” (ხველების საწინააღმდეგო სიროფი), რომლის აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენდა როშის მიერ შექმნილი თიოკილი, სიროფი იქცა ნამდვილ ბესტსელერად და 60 წელზე მეტ ხანს დაჰყო ფარმაცევტულ ბაზარზე.

1904

შეიქმნა პრეპარატი “დიგალენი” (სათითურას გაწმენდილი პრეპარატი); გაყიდვაში იყო 1964 წლამდე

1909

შეიქმნა პრეპარატი “პანტოპონი” (ალკალოიდების კომბინირებული პრეპარატი), რომელიც დღემდე იყიდება მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში.

1910

ი. არონშტამი “ფ. ჰოფმან-ლა როში და კომპანია”-ს წარმომადგენელი აგენტის უფლებით მუშაობდა 1896 წლის დეკემბრიდან სანკტ-პეტერბურგში. 1910 წლის მარტში შეიქმნა კომპანიის ოფიციალური ფილიალი. რუსეთი როშის მნიშვნელოვანი ბაზარი გახდა. კომპანიის აგენტები ასევე მუშაობდნენ მოსკოვში, ოდესაში, როსტოვში და ყაზანში. 1919 წელს როშის ფილიალი საბჭოთა ხელისუფლების მიერ ნაციონალიზებულ იქნა.

1919

პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებული ფინანსური კრიზისის და რუსეთის ბაზრის დაკარგვის დასაძლევად, როში გადაკეთდა დახურული ტიპის სააქციო საზოგადოებად.