main_page_drugs

„ცივი ჯაჭვის“ მედიკამენტები

კომპანია როშის ზოგიერთი ინოვაციური მედიკამენტი განეკუთვნება ე.წ „ცივი ჯაჭვის“ მედიკამებტებს. ეს ნიშნავს, რომ მათი შენახვისა და ტრანსპორტირებისას აუცილებელია დაცული იყოს სათანადო ტემპერატურული რეჟიმი - 2-8°C.  დაუშვებელია მისი გაყინვა-გამოდნობა, 8°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე შენახვა, შენჯღრევა.

ასეთი მედიკამენტები წარმოების ურთულესი ბიოტექნოლოგიური პროცესით მიიღება და სიცოცხლისთვის საშიში სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. ვრცლად

უსაფრთხოება

0081595_holding_patient_hand

პაციენტთა უსაფრთხობისთვის ზრუნვა კომპანიისთვის წარმოადგენს პრიორიტეტულ მიმართულებას როგორც პრეპარატების შემუშავების სტადიაში, ისე იმ ეტაპზე, როდესაც პრეპარატი უკვე დარეგისტრირებულია და ფართოდ გამოიყენება სამედიცინო პრაქტიკაში.ვრცლად...

ბიომიმსგავსებები

ბიოლოგიური (ბიოტექნოლოგიური გზით მიღებული) სამედიცინო პროდუქტები ბევრად უფრო რთული შემადგენლობისაა ქიმიურად მიღებულ სამედიცინო პროდუქტებთან შედარებით.

ბიოლოგიური სამედიცინო პროდუქტებია:

ინტერფერონი, ერითროპოეტინი, გრანულოციტების კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორი, მონოკლონური ანტისხეულები, ინსულინი, სომატოტროპული ჰორმონი, დაბამოლეკულური ჰეპარინი.  ვრცლად...